ჯემალ სეფიაშვილი: „მე და ცისანას ერთი ტაქტიც არ გვიმღერია ნაციონალური მოძრაობისთვის“
„ხშირად ვფიქრობ: ჯემალ, ტყუილად ხომ არ მოიქეცი ასე, იმიტომ, რომ ვინც მაშინ მათთან იყო, დღესაც იგივე ხალხია ეკრანზე“ -ამბობს ჯემალ სეფიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში „საუბარი მასთან“.
ჯემალ სეფიაშვილი- კომპოზიტორი, მომღერალი, არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1978-1986 წლებში მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო გადაცემების ავტორი და წამყვანი; 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი. 2001 წელს იყო რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა მორის ფოცხიშვილის ლექსზე დაწერილი სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", რომელიც ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა შეასრულა.