„ტყუილად არ ჩამოვსულვართ“: თბილისში რუსული კინოფესტივალი დასრულდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaრუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა
რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში რუსული კინოს ფესტივალი დასრულდა

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში კონსტანტინ ხაბენსკის სრულმეტრაჟიანი ფილმ „სობიბორის“ ჩვენებით დასრულდა.

რუსული კინოს ფესტივალის „პაემანი - კინორომანი“  დამაარსებელი და პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი - Sputnik საქართველო
რუსული კინოს ფესტივალის დამაარსებელმა ქართველ მაყურებელს მადლობა გადაუხადა

კინოფესტივალის ბოლო დღემ გრიბოედოვის თეატრში საკმაოდ აქტიურად ჩაიარა, პროგრამა ყველა ასაკის კატეგორიის მაყურებელზე იყო გათვლილი.

„ძალიან კმაყოფილები ვართ ფესტივალის შედეგებით. საქართველოში ძალიან თბილად მიგვიღეს. მაყურებელმა ნახა ყველა ფილმი, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, მათ მიიღეს რუსული კინო, მათ მოსწონთ ის, რამდენადაც მე ვხედავ“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა იგორ შიბანოვმა.

© Sputnik / Natia Kvartskhavaრუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა
„ტყუილად არ ჩამოვსულვართ“: თბილისში რუსული კინოფესტივალი დასრულდა - Sputnik საქართველო
რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანის" სამი მონაწილე – რუსი რეჟისორი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის" სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი, მისი მეუღლე ვერონიკა ბელოცერკოვსკაია და ფესტივალის გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პირიჟოკი. მიუხედავად ამისა, შიბანოვმა ვიზიტს პოზიტიური უწოდა და განაცხადა, რომ ფესტივალის მთავარი მიზანია - ადამიანებამდე ხელოვნების მიტანა.

საქართველოში კინოფესტივალის მონაწილე რუსეთის მოქალაქეები არ შემოუშვეს >>

„ჩემი თვალსაზრისით, ყველაფერმა ძალიან დადებითად და პოზიტიურად ჩაიარა. კი, დასაწყისში იყო რაღაც მწვავე მომენტები... მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ ხელოვნების წარმომადგენლები ვართ. ადამიანებს მოსწონთ, ესე იგი ტყუილად არ ჩამოვსულვართ, ესე იგი, მოთხოვნა რუსულ კინოზე არსებობს, ეს კი, მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარია“, - განაცხადა შიბანოვმა.

© Sputnik / Natia Kvartskhavaრუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა
„ტყუილად არ ჩამოვსულვართ“: თბილისში რუსული კინოფესტივალი დასრულდა - Sputnik საქართველო
რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა

შიბანოვმა ქართველ მაყურებელს პირობა მისცა, რომ მომავალში კვლავ გააცნობს ახალ ფილმებს და საინტერესო პროექტებს.

მანამდე კი „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს აინტერესებდათ არა ხელოვნება და კინოს პოპულარიზაცია, რასაც სინამდვილეში ეძღვნებოდა ფესტივალი, არამედ პოლიტიკური საკითხები. კერძოდ, პრესკონფერენციის სპიკერებს - იგორ შიბანოვსა და კინორეჟისორსა და სცენარისტ ირაკლი კვირიკაძეს ჰკითხეს, აღიარებენ თუ არა ისინი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

© Sputnik / Natia Kvartskhavaრუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა
„ტყუილად არ ჩამოვსულვართ“: თბილისში რუსული კინოფესტივალი დასრულდა - Sputnik საქართველო
რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანი“ თბილისში. დახურვა

ღონისძიების მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0