თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი - საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ., 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ. ქვემო ქართლში სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს.
პოლიციამ ა.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, კოროვინის კონსტრუქციის პისტოლეტი და 19 ვაზნა ამოიღეს. ნ.ვ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია GOLD STAR-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ს.ჩ.-სგან კი - ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 33 ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.