თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ, რომელმაც ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ რუს რეპერ გუფთან დაშორება დაუდასტურა, განაცხადა, რომ მარტოობის სულ ტყუილად ეშინოდა.
ქეთა თოფურიას შეყვარებულს ნეკნები ჩაუმტვრიეს >>
32 წლის ქეთას და 39 წლის გუფის ურთიერთობა დაახლოებით ორ წელს გაგრძელდა. თავდაპირველად არტისტები თავიანთ კავშირს მეგობრობას უწოდებდნენ, მაგრამ შემდგომში მათ ურთიერთობაში რომანტიკა სულ უფრო აშკარა გახდა. ისინი ერთად ბევრ დროს ატარებდნენ და ერთმანეთს თავიანთი შვილებიც კი გააცნეს.
თუმცა 2018 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში წყვილის ფანები გააოცა იმ ამბავმა, რომ ქეთა და გუფი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზი რეპერის ღალატი გახდა. თავად გუფს ქეთა თოფურიასთან დაშორების ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ახალი ტატუ გაიკეთა.
ქეთამ Instagram-ის ბოლო პოსტში დაწერა, რომ ყოველთვის საშინლად ეშინოდა მარტოობის და სახლში მარტო არასდროს რჩებოდა, ახლა კი ხვდება, რომ „ეს შეცდომაა“.
„მარტო დარჩენის შიში - ეს შენ თავთან შეხვედრის შიშია. იწელება, იწელება, გროვდება, შენ კი სულ ცდილობს ეს შეხვედრა გადადო. ახლა კი, იცით, ჩემ თავთან კომფორტულად ვარ, თუმცა ზოგჯერ მოვიწყენ, მაგრამ ჩემ თავს დავუმეგობრდი, ჩემი თავის მესმის. ძალიან მინდა, რომ თითოეული თქვენგანი თქვენს თავთან ზოგჯერ მარტო დარჩეს, დღეში თუნდაც ერთი საათით“, - დაწერა თოფურიამ.
გუფს ჰყავს რვა წლის ბიჭი სემი, რომელიც მას მისმა ყოფილმა მეუღლემ აიზა ანოხინამ გაუჩინა. ქეთა და მისი ყოფილი მეუღლე ლევ გეიჰმანი სამი წლის ქალიშვილ ოლივიას ზრდიან.