ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
 თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, 32 წლის ქალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0