შშმ ბავშვების დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliშშმ ბავშვები
შშმ ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდ „ღვთისშვილების" ბენეფიციარებს.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „იარტ გალერეაში”  შშმ ბავშვების დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
„სუხიშვილები" შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60 ქართველი მხატვრის 80–მდე ნამუშევარი, რომელთა მინიმალური ღირებულება 50 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 2000 ლარია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუსუდან ფეტვიაშვილის, თემურ გოცაძის, შალვა მატუაშვილის, ნიკო ხერკილაძის, ნიკო და მამუკა ცეცხლაძეების, ცირა კალანდაძის, ქეთი მატაბელის და სხვათა ნამუშევრები.

გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდ „ღვთისშვილების" ბენეფიციარებს. 15 შშმ ბავშვის ოჯახები საკვებ პროდუქტებს და ფულად თანხას მიიღებენ.

გამოფენა-გაყიდვა 25 ნოემბერს, „იარტ გალერეაში” გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0