გიორგობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია საქართველოში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ აღავლინეს ამ დღეს ღვთისმსახურება სამებაში

გიორგობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია საქართველოში

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ამ დღეს სავსეა მორწმუნეებით

სადღესასწაულო მსახურება გიორგობაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა აღავლინა

სადღესასწაულო ღვთისმსახურება გიორგობის დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინებოდა

გიორგობა სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული

საქართველოში გიორგობას 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ

სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე სამებაში მისული იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ვაჟთან ერთად

სამებაში ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური მომხრეები

სადღესასწაულო მიმართვისას ილია მეორემ საპრეზიდენტო კანდიდატებს არჩევნების შედეგებზე მშვიდი რეაგირებისკენ და დამარცხების ღირსეულად აღიარებისკენ მოუწოდა

პატრიარქმა პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა საჩუქრად. მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

წმინდა გიორგი საქართველოს ერთ-ერთ მფარველ წმინდანად მიიჩნევა

წმინდა გიორგი ასევე არის მეომრების, მიწათმოქმედების, მწყემსებისა და მოგზაურების მფარველი. მას ასევე დემონური ძალებისგან განწმენდასაც სთხოვენ

წმინდა გიორგი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ინგლისის, ეთიოპიისა და ქალაქ მოსკოვის მფარველად მიიჩნევა

წმინდა გიორგი 23 ნოემბერს ბორბალზე გააკრეს - ეს წამება სისასტიკით ჯვარზე გაკვრის ტოლფასი იყო, თუმცა 303 წლის 6 მაისს მას თავი მოჰკვეთეს

გადმოცემის თანახმად, გიორგობა საქართველოს განმანათლებელმა წმინდა ნინომ დააწესა. სწორედ მოციქულთასწორი ნინოსგან შეიტყვეს საქართველოში წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მოწამეობის შესახებ