თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი მიიღო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი მერიას გადაუგზავნა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ცნობით, თბილისის საკრებულოში სხდომა დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს, თუმცა სხდომა მათ გარეშე გაგრძელდა.

გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
თბილისის 2019 წლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პრიორიტეტები – რაზე დაიხარჯება თანხები

საკრებულოს დეპუტატებს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მიმართა და 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში უმრავლესობის წინადადებები წარუდგინა.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, ამისთვის 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, ხუთი მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება; იგეგმება ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთაგან ერთ-ერთი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა.

გარდა ამისა, დაგეგმილია რამდენიმე ხიდისა და მეტროს სადგურის რეაბილიტაცია; სანიაღვრე და წყალანარინების ქსელის მოწყობისთვის დაახლოებით ცხრა მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ხოლო კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის სატრანსპორტო კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული მონაკვეთის სრული რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 27 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მომავალი წლის ყულაბა, ანუ ბიუჯეტის პოლიტიკური გათვლები >>

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რომელშიც ავტობაზების მოდერნიზებაც არის გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტით აგრეთვე სრულიად ახალი ავტობუსებისა და ელექტროავტობუსების შემოყვანა იგეგმება.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი მერიას გადაუგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0