„ევროპული საქართველო“ ვანის რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს

© Sputnik / STRINGER„ევროპული საქართველოს“ ოფისი
„ევროპული საქართველოს“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ვანის რაიონული ორგანიზაცია ათმა ადამიანმა დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარტიის უკვე ყოფილი წევრების განაცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა.

„ევროპული საქართველოს“ სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
კახეთში „ევროპული საქართველო“  პარტიის ათამდე წევრმა დატოვა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.

იგივე მიზეზის გამო „ევროპული საქართველო“ გურჯაანის, გორის და ზუგდიდის საკრებულოების დეპუტატებმა დატოვეს.

რამდენიმე კვირის წინ „ნაცმოძრაობის“ დამაარსებელმა და ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.

ყოფილი თანამოაზრეები მას შემდეგ შერიგდნენ, რაც „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც არჩევნებზე ხმების 11% მოიპოვა, თავის მომხრეებს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელია.

„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპელების“ შერიგება >>

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს. სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველო 2013 წლის ბოლოს დატოვა და თავის თანამოაზრეებს უცხოეთიდან მოძღვრავდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს.  პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

ყველა ახალი ამბავი
0