თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისში პირველად, „ღამის ეკონომიკის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება მუსიკალური ფესტივალი Newon, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფორუმზე შეიკრიბებიან ქალაქის განვითარებისა და კულტურის მენეჯმენტის დარგების ექსპერტები ცხრა ქვეყნიდან. ღონისძიებას შეუერთდებიან კლუბების, საკონცერტო დარბაზებისა და რესტორნების წარმომადგენლები.
ფესტივალი Newon ჩატარდება ელექტროძრავების ძველი ქარხნის შენობაში განთავსებულ ინდუსტრიულ არტ–ჰაბში Elektrowerk. პროექტის მიზანია, უცხოელ სტუმრებს ქართველი მუსიკოსების შემოქმედება გააცნონ.
შემსრულებლები წარმოადგენენ სხვადასხვა მუსიკალურ სტილს, როგორიცაა ჰიპ–ჰოპი, ინდი–როკუ, ნიუ–ჯაზი, ელექტრო და ავანგარდული პოპ–მუსიკა
ფესტივალის პირველ დღეს გამოვლენ: Mindstreaming, Oimactta, Gacha, Jorjick, Bedford Falls და Young Georgian Lolitaz, ხოლო მეორე დღეს – Tamara, Nikakoi, Tusia Beridze, Killages, Moku Moku და Kordz.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე ან ონლაინ, ვებ–გვერდზე tkt.ge.