საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის არჩევნები-2018. პირველი ტური
პრეზიდენტის არჩევნები-2018. პირველი ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის 3,3 მილიონი ბიულეტენი დაიბეჭდება

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ცესკო-მ საქართველოს პრეზიდენტის მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო, ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, რომელიც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია.

საქართველოს საერთაშორისო ბიომეტრული პასპორტი - Sputnik საქართველო
ყალბი საბუთები და „კარუსელები“ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ორი საერთაშორისო და 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

„საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 278 450 ბიულეტენი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), ბიულეტენებს საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

საქართველოში მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი.

არჩევნების პირველი ტურისთვის, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, 3 252 800 ბიულეტენი დაიბეჭდა. დასწრებამ 46,74% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0