ჩოხატაურის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები მეწყერის დროს
გზის გაწმენდითი სამუშაოები მეწყერის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „Sputnik-საქართველო“ კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, სოფელ  ჩხაკაურაში მეწყერი დღის პირველ ნახევარში ჩამოწვა, ხოლო სოფელ ზოტში - ერთი საათის წინ.

მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელ ჩხაკაურაში გაწმენდით სამუშაოებს კომპანია „გზამშენი 18" აწარმოებს, ხოლო სოფელ ზოტში - ჩოხატაურის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0