საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ყაზახეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:1. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.
© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი ფეხბურთელები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვებას აღნიშნავენ
ქართველი ფეხბურთელები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვებას აღნიშნავენ
© Sputnik / Alexander Imedashviliფეხბურთელებთან ერთად მოგებას აღნიშნავდნენ ქომაგებიც
ფეხბურთელებთან ერთად მოგებას აღნიშნავდნენ ქომაგებიც
© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ფოტოზე - გიორგი მერებაშვილი შეტევაზე
მატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ფოტოზე - გიორგი მერებაშვილი შეტევაზე
© Sputnik / Alexander Imedashvili59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გუნდი დააწინაურა და გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით დაასრულა
59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გუნდი დააწინაურა და გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით დაასრულა
© Sputnik / Alexander Imedashviliგოლის გატანის შემდეგ მერებაშვილს მთელი სტადიონი უკრავდა აპლოდისმენტებს
გოლის გატანის შემდეგ მერებაშვილს მთელი სტადიონი უკრავდა აპლოდისმენტებს
© Sputnik / Alexander Imedashvili84-ე წუთზე ასევე თავი გამოიჩინა გიორგი ჩაკვეტაძემ. მან ორი ყაზახი ფეხბურთელი მოატყუა და ძლიერი დარტყმით შორ კუთხეში გოლი გაიტანა
84-ე წუთზე ასევე თავი გამოიჩინა გიორგი ჩაკვეტაძემ. მან ორი ყაზახი ფეხბურთელი მოატყუა და ძლიერი დარტყმით შორ კუთხეში გოლი გაიტანა
© Sputnik / Alexander Imedashviliსტუმრების მეკარე უძლური იყო. ფოტოზე - ყაზახო მეკარე მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ
სტუმრების მეკარე უძლური იყო. ფოტოზე - ყაზახო მეკარე მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ
© photo: Sputnikსაგოლე პასი ჩაკვეტაძეს ვაკო ყაზაიშვილმა გაუკეთა. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე გატანილ გოლს აღნიშნავს
8/18
© photo: Sputnik
საგოლე პასი ჩაკვეტაძეს ვაკო ყაზაიშვილმა გაუკეთა. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე გატანილ გოლს აღნიშნავს
© Sputnik / Alexander Imedashviliყაზახეთის ნაკრების წევრებმა 90-ე წუთზე მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს ქართულ გუნდს, რომლის ავტორიც ორალხან ომირტაევი გახდა. ფოტოზე - საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გაშვებული გოლის შემდეგ
ყაზახეთის ნაკრების წევრებმა 90-ე წუთზე მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს ქართულ გუნდს, რომლის ავტორიც ორალხან ომირტაევი გახდა. ფოტოზე - საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გაშვებული გოლის შემდეგ
© Sputnik / Alexander Imedashviliმიუხედავად იმისა, რომ ქართული გუნდი სიძლიერით აღემატებოდა მეტოქეს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თითოეულ მომენტს განიცდიდა
მიუხედავად იმისა, რომ ქართული გუნდი სიძლიერით აღემატებოდა მეტოქეს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თითოეულ მომენტს განიცდიდა
© Sputnik / Alexander Imedashviliქართველ სპორტსმენებს რეალურად მესამე გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ. იყო მომენტი, როდესაც ბურთი ყაზახეთის კარის ზოლზე დაგორავდა
ქართველ სპორტსმენებს რეალურად მესამე გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ. იყო მომენტი, როდესაც ბურთი ყაზახეთის კარის ზოლზე დაგორავდა
© Sputnik / Alexander Imedashviliასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად დაამარცხა ყაზახეთის გუნდი თბილისში. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაზე
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად დაამარცხა ყაზახეთის გუნდი თბილისში. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაზე
© Sputnik / Alexander Imedashviliგულშემატკივრებმა მთელი სტადიონი შეავსეს და აქტიურად ქომაგობდნენ ქართველ ფეხბურთელებს
გულშემატკივრებმა მთელი სტადიონი შეავსეს და აქტიურად ქომაგობდნენ ქართველ ფეხბურთელებს
© Sputnik / Alexander Imedashviliაქამდე ყაზახეთთან გამართული ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფრედ დაამთავრა - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩებ მატჩზე 0:0, ხოლო 2016 წლის ამხანაგურ შეხვედრაში 1:1
აქამდე ყაზახეთთან გამართული ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფრედ დაამთავრა - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩებ მატჩზე 0:0, ხოლო 2016 წლის ამხანაგურ შეხვედრაში 1:1
© Sputnik / Alexander Imedashviliჯგუფურ სტადიაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. ფოტოზე - მერებაშვილი და ჩაკვეტაძე გატანილ გოლებს აღნიშნავენ
ჯგუფურ სტადიაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. ფოტოზე - მერებაშვილი და ჩაკვეტაძე გატანილ გოლებს აღნიშნავენ
© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს გარდა "D ლიგის" კიდევ ერთი ნახევარფინალისტია ცნობილი - ბელარუსის ნაკრები, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა მეორე ჯგუფში. დარჩენილი ადგილებისათვის იბრძოლებენ კოსოვო და აზერბაიჯანი (ჯგუფი სამი) და მაკედონია და სომხეთი (ჯგუფი ოთხი)
საქართველოს გარდა "D ლიგის" კიდევ ერთი ნახევარფინალისტია ცნობილი - ბელარუსის ნაკრები, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა მეორე ჯგუფში. დარჩენილი ადგილებისათვის იბრძოლებენ კოსოვო და აზერბაიჯანი (ჯგუფი სამი) და მაკედონია და სომხეთი (ჯგუფი ოთხი)
© Sputnik / Alexander Imedashviliუეფას ერთა ლიგის ექვს მატჩში საქართველოს ნაკრებმა 18-დან 16 ქულა მოაგროვა - ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე გასვლაზე ანდორასტან (1:1)
უეფას ერთა ლიგის ექვს მატჩში საქართველოს ნაკრებმა 18-დან 16 ქულა მოაგროვა - ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე გასვლაზე ანდორასტან (1:1)
© Sputnik / Alexander Imedashviliვლადიმერ ვაისის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია "D ლიგის" პირველ ჯგუფში. ფოტოზე - ქართველი ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავენ
ვლადიმერ ვაისის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია "D ლიგის" პირველ ჯგუფში. ფოტოზე - ქართველი ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავენ