ქართულ პენიტენციურ სისტემაზე გადაღებული ფილმი ყირგიზეთის ფესტივალის გამარჯვებულია

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის გმირები N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები არიან

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პენიტენციურ სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N16“ ყაზახეთში „ბირ დუინოს“ კინოფესტივალის გამარჯვებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც პენიტენციური სისტემის რეფორმის შემდეგ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასა და მსჯავრდებულთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, ყირგიზეთში კინოფესტივალ „ბირ დუინოს“, ნომინაციაში „კანონის უზენაესობა“ გიმარჯვა.

კინოთეატრი - Sputnik საქართველო
უკრაინის კინოთეატრებში თანამედროვე ქართულ კინოს უჩვენებენ

პენიტენციური სისტემის ინფორმაციით, კინოფესტივალის მთავარი თემა ადამიანის უფლებები იყო. დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა, ალექსანდრე ქორიძემ გადაიღო.

ფილმის გმირები N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები არიან. დოკუმენტურ ნამუშევარში ნაჩვენებია, მათი ყოველდღიური ცხოვრება სასჯელის მოხდის პირობებში, სასწავლო, სპორტული და სხვა სახის აქტივობები, რითაც მსჯავრდებულები არიან დაკავებული, მათი საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე. ფილმში, ასევე ასახულია სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელიც პატიმრობის მონაწილეობით 2017 წლის 16 მაისს რუსთაველის თეატრში დაიდგა.

ფილმის გადაღებები N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 2016-2017 წლებში მიმდინარეობდა.

ქართულმა ფილმმა სამყაროს აღსასრულზე ინდოეთის ფესტივალზე გაიმარჯვა >>

შემოქმედებითი ჯგუფი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად სტუმრობდა N16 პენიტენციურ დაწესებულებას.

ფილმის გმირი მსჯავრდებულების ნაწილი პენიტენციური დაწესებულებიდან გადაღებების პერიოდში გათავისუფლდა, ნაწილი კი, დღემდე იხდის სასჯელს. ფილმმა „დაწესებულება N 16″ 2017 წელს მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზეც დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0