ბაზარზე ხელმისაწვდომი ცემენტის სახეობების უმეტესობა ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაშენი მასალა „პეპელაზე“
საშენი მასალა „პეპელაზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება პირველად მოხდა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან ევროპული სტანდარტი EN197-1 მხოლოდ 13-მა პროდუქტმა დააკმაყოფილა, იუწყება საქართველოს ცემენტის ასოციაცია.

აქედან ოთხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა, სამი – იმპორტირებული პროდუქტი, დანარჩენი ექვსი კი სხვა ადგილობრივი ორი მწარმოებლისაა.

ჰაიდელბერგცემენტი - Sputnik საქართველო
კონტროლი თუ მონოპოლია? საქართველოში ცემენტის მწარმოებელმა 25-მა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

შემოწმებული 36 ნიმუშიდან 23-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 15-ს კი კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

„აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე მითითებული სტანდარტის მოთხოვნა შვიდი იმპორტირებული ნიმუშიდან მხოლოდ სამმა დააკმაყოფილა. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ყველა იმპორტირებული ცემენტი აკმაყოფილებს მოთხოვნას. შესაბამისად, ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იმპორტირებული ცემენტის ხარისხის შემოწმება, რათა მოხდეს იმ პროდუქტის გამოვლენა, რომელიც არ ესადაგება საკუთარ შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს“, – განაცხადეს ასოციაციაში. 

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარება იმ მშენებლებს, რომლებიც ნაყარი ცემენტისა და, შესაბამისად, მზა ბეტონის ხარისხს საკუთარ კონსტრუქციებსა და მშენებლობებზე ამოწმებენ. 

საქართველოში წარმოებული შეფუთული ცემენტის ფარული ტესტირება საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით ბოლო ორი წლის განმავლობაში 2018 წლის შემოდგომაზე უკვე მეხუთედ ჩატარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება ამჯერად პირველად მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0