ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაცია განთავსდა

© Sputnik / Levan AvlabreliBlockchain & Bitcoin Conference Georgia 2018
Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც  უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიას  იყენებს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი, იუწყება საჯაროო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ბლოკჩეინი — ეს არის ერთგვარი ელექტრონული ჟურნალი, მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს. ყოველი შემდეგი ბლოკი წინას სპეციალური ალგორითმით უკავშირდება და იქ ჩაწერილი ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს. ბლოკები ათასობით კომპიუტერისგან შემდგარ ქსელშია გაბნეული, სადაც ჩართვა ნებაყოფლობითია. ქსელში შენახული ჩანაწერის შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია, რადგან ყველა კომპიუტერი ჩანაწერების საკუთარ ასლს ინახავს.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 - Sputnik საქართველო
არჩევნები ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით – უტოპია თუ რეალობა

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც  უძრავი ქონების რეგისტრაციისას  ბლოკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიას  იყენებს.

საჯარო რეესტრიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება.  ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების  წაშლა,  შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება ყველა იმ სფეროში შეიძლება, სადაც ინფორმაციის შენახვის უსაფრთხოების მაღალი დონეა საჭირო.

საჯარო რეესტრის  ბლოკჩეინის პროექტი 2017 წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდა  და დღემდე მისით არაერთი საერთაშორისო გავლენიანი მედია საშუალება თუ უცხო ქვეყნის დელეგაცია ინტერესდება.  

ბლოკჩეინი არის ასევე კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომლის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0