საქართველო-ყაზახეთი: 59-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliუეფას ერთა ლიგის მატჩი. საქართველო-ყაზახეთი
უეფას ერთა ლიგის მატჩი. საქართველო-ყაზახეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის თბილისში მიმდინარე მატჩის მეორე ტაიმში 59-ე წუთზე ქართველებმა პირველი გოლი გაიტანეს.

პირველი ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე კი ჩაკვეტაძემ პირველი გოლი გაიტანა.

მასპინძელი პირველი წუთიდან აგრესიულ თამაშს თამაშობს და ნეპოგოდოვის კართან ორი არც ისე ცუდი მომენტი შეიქმნა. თავიდან საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა ჩაკვეტაძემ, შემდეგ კაკაბაძემ. თუმცა ყაზახეთის მეკარე ორივეჯერ თავის სიმაღლეზე იყო.

ვლადიმირ ვაისი: მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ >>

ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ (შესაბამისად 68% და 32%), თუმცა ყველაზე სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში სტუმრებმა შექმნეს.

ქართველი მცველები დაიბნენ თამაშგარე მდგომარეობის დროს და მურტაზაევი გიორგი ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა. თუმცა ყაზახეთის ნახევარმცველმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენა.

ჯერჯერობით ანგარიშია 1:0.

ყველა ახალი ამბავი
0