ხანძარი ხობში: დაშავებულია შვიდი ადამიანი

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ხობისა და ზუგდიდის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
ხანძარი ხობში: გარდაცვლილია მოხუცი ქალი

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში ერთი საათის წინ გაჩნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ხობისა და ზუგდიდის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

როგორც ზუგდიდის კლინიკაში აცხადებენ, ორი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ხობის საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს თბილისში გადმოიყვანენ. დაშავებულები სამეგრელოში მყოფმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“).

ყველა ახალი ამბავი
0