ირმა სოხაძე: პირველი არხი ჩემი ნებით დავტოვე, მაგრამ ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა

© photo: courtesy of Teona Gogniashviliირმა სოხაძე
ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირმა სოხაძე საუბრობს თავის ცხოვრებასა და საკუთარ პოზიციებზე გარკვეული ფაქტების მიმართ.

 

ირმა სოხაძე: პირველი არხი ჩემი ნებით დავტოვე, მაგრამ ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა

„სიტყვას დიდი ძალა აქვს - ახალგაზრდობაში ხშირად მიდარდია, რადგან ესა თუ ის სიტყვა არ უნდა მეთქვა“-ამბობს ირმა სოხაძე სატელევიზიო გადაცემაში.

ირმა სოხაძე - საქართველოს დამსახურებული არტისტი, ოთხი წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო რვა წლისა-საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ "რეროს" სოლისტი იყო. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იყო მრავალი ციკლური გადაცემის ავტორი, რედაქტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი. არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, 100-მდე საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსების, სამი საბავშვო მიუზიკლის და ერთი მონოოპერის ავტორი. პიანისტი, ტელე-ჟურნალისტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0