თბილისში ბინის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

გამოწერა
ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 59 და 38 წლის წარსულში ნასამართლევი ორი პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს–მ ბათუმში სამი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და მასში არსებული ნივთების დაუფლებას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ბინაშივე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გამღები მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0