თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, „ტექნოპარკ საქართველოში“ Google-ის დეველოპერების ჯგუფების (GDG) ფესტივალი Devfest-ი მიმდინარეობს, იუწყებიან ორგანიზატორები.
DevFest-ი არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.
„დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში და უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო“, - ნათქვამია განცხადებაში.
„DevFest-თბილისის“ მონაწილეებს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი გამომსვლელები, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Google, IBM, Microsoft.
ფესტივალი ყოველწლიურად მიმდინარეობს. წელს თბილისური DevFest-ის მთავარია წარმდგენია Google Developers Group (GDG) Tbilisi, Google, Fintech.ge და GeoLab-ი.