თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისანი-სამგორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 16 ნოემბერს, საღამოს საათებში, დამნაშავეს 25 წლის ორ ნაცნობთან ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მან ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.