თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთში 31 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.