ბორჯომში მილსადენის დაზიანების გამო 6,2 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის გამო ახალციხე–თბილისის დამაკავშირებელი გზა დროებით ჩაიკეტა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ბორჯომში გაზის ცენტრალური მილსადენის დაზიანების გამო, 6,2 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს დილით ვაშლოვანის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩამოიშალა კლდე, რამაც გაზის ცენტრალური მილი დააზიანა.

მომხდარის გამო დროებით ჩაკეტილი იყო ახალციხე–თბილისის დამაკავშირებელი გზაც.

დილიდან მიმდინარეობს დაზიანებული მილი დღის ბოლომდე აღადგინონ.

ყველა ახალი ამბავი
0