ამინდის პროგნოზი უქმეებზე: წვიმა კვირას გადაიღებს

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე წვიმას და თოვლს ვარაუდობენ, ამინდის გაუმჯობესება კვირასაა მოსალოდნელი.

პარასკევი, 16 ნოემბერი

პარასკევს თბილისში ჰაერის ტემპერატურამ პლუს 6-7 გრადუსს მიაღწია, დღევანდელი დღე წვიმიანი და ნისლიანი გამოდგა.

აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი და ნისლიანი ამინდი დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურამ +11 გრადუსს მიაღწია, მაღალ მთაში თოვლი და ნისლია, ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსია.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, უმეტეს რაიონებში წვიმს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრია. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია, მაღალ მთაში კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი, თოვლი და ნისლია. ქარის სიჩქარე წამში 8-13 გრადუსია.

შაბათი, 17 ნოემბერი

შაბათს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 22 მეტრს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში შაბათს, ღამით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს, დღისით კი 14 გრადუსს მიაღწევს. ამ დღეს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 22 მეტრს მიაღწევს. მაღალ მთაში ღამით -6, დღისით +5 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვლი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ღამით +6 გრადუსი სითბო, დღისით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 22 მეტრს მიაღწევს. მაღალ მთაში ღამით - 2, დღისით კი +5 გრადუსი იქნება. უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრია ნავარაუდევი.

კვირა, 18 ნოემბერი

კვირას ამინდი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით +3 გრადუსი, დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კვირას ჰაერის ტემპერატურა ღამით +1 გრადუსი, დღისით კი +13 გრადუსი იქნება. უმეტეს რაიონებში ღამით წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. მაღალ მთაში ღამით - 9 გრადუსი, დღისით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღისით მოსალოდნელია +3 გრადუსი სითბო, ღამით კი +15 გრადუსი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. მაღალ მთაში ღამით -9 გრადუსი, დღისით კი +5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0