თბილისი, 16 ნემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ხმეორე ტურის ჩასატარებლად სახელმწიფომ 10,6 მლნ ლარი გამოყო, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში.
აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ არჩევნების ჩასატარებლად გაიხარჯება, 167 ათასი ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას მოხმარდება, საარჩევნო სუბიექტთა დაფინანსება კი 381 ათასი ლარით დაფინანსდება.
შედარებისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, სახელმწიფოს 42,6 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.
მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს: ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრსა და გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს შორის.