ზესტაფონში ერთმა „სტაიანშიკმა" მეორე ფულის გამო მოკლა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ „სტაიანშიკებმა" თანხა ვერ გაიყვეს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ზესტაფონში „სტაიანშიკმა" კოლეგა არმატურით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კბენა - Sputnik საქართველო
ფრთხილად პედაგოგებო: თბილისში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა!

უბედური შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე დღეს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, „სტაიანშიკებმა" თანხა ვერ გაინაწილეს, რა დროსაც ერთმა მათგანმა მეორეს თავში არმატურის ნაჭერი ჩაარტყა.

„საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა", – განაცხადა თვითმხილველმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0