რაზე დაიხარჯება მილიონობით ლარი 2019 წლის ბიუჯეტიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ვალუტა - ლარი
ქართული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალ წელს განათლების სფეროზე დაიხარჯება 740 მილიონი ლარი, ხოლო ინფრასტრუქტურაზე - 1,4 მილიარდი ლარი

საქართველოს პარლამენტი იხილავს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის პრიორიტეტებს განათლება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მხარდაჭერა და სხვა მიმართულებები წარმოადგენს.

ახალი გზები და მუზეუმები: რა პროექტებზე დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონები >>

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები შემდეგნაირად გამოიყურება: ეკონომიკური ზრდა - 4,5%, ინფლაცია - 3%, დეფიციტი - 2,6%.

 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველო როგორც რეგიონის ლიდერი - მაჭავარიანი ეკონომიკის 5%-იან ზრდას გვპირდება

2019 წელს ბიუჯეტში მოსალოდნელია შემოსულობები 12 მილიარდ 968 მილიონი ლარის ოდენობით, ასიგნებები - 12 მილიარდი 997 მილიონი ლარი.

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა. აღნიშნული მიზნის მიღწევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზით არის შესაძლებელი. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სექტორიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პროექტის წარდგენისას.

განათლება

საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარებას გაზრდის >>

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების სისტემას. ამ სფეროს დაფინანსება 37 მილიონი ლარით გაიზრდება და 740 მილიონ ლარს შეადგენს.

პროფესიულ განათლებაზე გამოიყოფა 49 მილიონი ლარი, რაც 2018 წლის მონაცემებს 7 მილიონი ლარით აღემატება.

2019 წლის დოკუმენტში ასევე პედაგოგების ხელფასების ზრდა აისახა - ის 30%-ს შეადგენს.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: რეგიონული მართვის სისტემა არაეფექტურია

პენსიების დაანონსებული ზრდის გათვალისწინებით აღნიშნული სფეროს დაფინანსება 225 მილიონი ლარით გაიზრდება და 1,9 მილიარდ ლარს შეადგენს.

2019 წლიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ - ის 200 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის განსაკუთრებულ მუხლს წარმოადგენს შეჭირვებულების დახმარება. პროექტის თანახმად, ის ოჯახები, რომელთაც სიღარიბის სკალის მიხედვით 100 000-მდე ქულა აქვთ მინიჭებული, თითოეულ ბავშვზე 50 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, გაიზრდება საკვების ვაუჩერის ოდენობა - 10 ლარიდან 30 ლარამდე.

61 მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. თანხა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა >>

ინფრასტრუქტურა

2019 წელს საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას დაუთმობს ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებაზე 1,4 მილიარდი ლარი გამოიყოფა. თანხები დაიხარჯება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების - აღმოსავლეთი-დასავლეთის და ჩრდილოეთი-სამხრეთის მშენებლობაზე და ტურისტული მარშრუტების მნიშვნელოვან უბნებზე.

სოფლების მხარდაჭერა

სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
ორი წლის წინ გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მომავალი წლიდან განახლდება

2019 წელს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განახლებას, რომელიც 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წამოიწყეს და 2016 წლამდე მოქმედებდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეყნის რეგიონებში წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

„მინდა შევჩერდე ჩვენი კომიტეტის მიერ შემუშავებულ რამდენიმე რეკომენდაციაზე, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში ასე გამოიყურება: გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა, მხარდაჭერილია რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა და აზიური ფაროსანას მიმართ ბრძოლის ღონისძიებების დამატებით დაფინანსება, რომელიც იზრდება ათი მილონი ლარით“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონების დაფინანსება 109 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0