მარნეულში 16 წლის ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. მარნეულში სტადიონზე ვარჯიშისას 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა, განუცხადეს „Sputnik –საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში დღეს მოხდა.

მოზარდი ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0