თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. თუ ჩინეთი არ გამოსწორდება, მას შეერთებულ შტატებთან ცივი ომი ელის, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა Washington Post-თან ინტერვიუში.
პენსის აზრით, პეკინმა უნდა შეცვალოს არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამხედრო და პოლიტიკური ხაზებიც.
ამასთან თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ ნოემბრის ბოლოს გადაიჭრება, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან არგენტინაში.
მაიკლ პენსის თქმით, თუ წინააღმდეგობა გამწვავედება, აშშ მაინც ძლიერ პოზიციაზე დარჩება. გარდა ამისა, ვაშინგტონს შეუძლია გააორმაგოს სავაჭრო მოსაკრებელი.
აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო, ხოლო ახალი შეზღუდვები სექტემბერში დაწესდა.