თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველო თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თავისი შეიარაღებული ძალებისთვის ახალი სამხედრო აეროდრომის აშენებას გეგმავს.
ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურთან, გენერალ სტივენ ლაიენსთან შეხვედრაზე, ნათქვამია თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მხარეებმა მოლაპარაკებების დროს ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების, ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის რეალიზაციის საკითხები (GDRP).
GDRP - ესაა აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებზე გათვლილი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების ნაწილი. GDRP საქართველოს თავდაცვის სისტემის შემდგომ მოდერნიზებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ვაზიანის ბაზაზე 2018 წლის მაისში გაიხსნა გერმანული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), რომელიც GDRP-ს ფარგლებში ქართველი სამხედროების გადამზადებისთვის არის განკუთვნილი.