თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში და მას 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.
სასამართლომ საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ აღიარა მიგრანტების თურქეთიდან სალონიკსა და ათენში ცხრაჯერ გადაყვანაში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2016-2017 წლებში ტრეფიკინგით იყო დაკავებული.
პოლიციელებმა დანაშაული მას შემდეგ გახსნეს, რაც მიგრანტების მორიგი გადაზიდვისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოიხდა და ირანის მოქალაქე დაიღუპა.
ბერძენი სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქე მარტო არ მოქმედებდა, მას საბერძნეთისა და მოლდოვის მოქალაქეები ეხმარებოდნენ, რომლებიც სასამართლომ ასევე დამნაშავედ აღიარა. სასჯელის ზომის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.