ამონაშვილი: როცა ბავშვი თავს არიდებს საშინაო დავალების შესრულებას, უნდა მოვუსმინოთ მას

© photo: Teacher's House / FBპაატა ამონაშვილი
პაატა ამონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ამონაშვილი საუბროს, როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს არ უნდა საშინაო დავალებების გაკეთება და ყველაფერს აკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად.
ამონაშვილი: როცა ბავშვი თავს არიდებს საშინაო დავალების შესარულება, უნდა მოვუსმინოთ მას

„ზოგჯერ მასწავლებლები ბავშვებს დავალებას აძლევენ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. მშობელმა აღარ იცის, როგორ შეუქმნას შვილს მოტივაცია, აღარ იცის როგორ აიძულოს, რომ შეასრულოს დავალება. ეს ხდება ხან ყვირილით, ხან ჩხუბით, ხან დასჯის სხვადასხვა მეთოდით. პირველი მთავარი რაც მშობელს შეუძლია ამ დროს გააკეთოს, უნდა უსმინოს შვილს. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი მცნება - აქტიური სმენა. დავდგეთ აქტიური მსმენელის პოზიციაზე, გამოვიწვიოთ ჩვენი შვილი უპირობო სიყვარულის ფონზე. როცა ყველაფერს მოგიყვება რაც სკოლაში ხდება, რაც მის თავს ხდება, შევთავაზოთ თავადვე გადაჭრას თავისი პრობლემა“, - ამბობს ამონაშვილი.

ამონაშვილის განცხადებით, ბავშვი უნდა დაფიქრდეს და თავადვე აარჩიოს საუკეთესო გამოსავალი. ამ დამოკიდებულით მშობელი უქმნის შვილს განცდას, რომ ის უკვე დიდი და თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0