ახალციხეში დედას ჩამორთმეული შვილები დაუბრუნეს

© photo: Sputnik / Stringerპატარა ბიჭუნა საბავშვო ბაღში
პატარა ბიჭუნა საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
37 წლის ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, უფროსი შვილის ცემის გამო 21 სექტემბერს დააკავეს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ახალციხეში დედისთვის ჩამორთმეული მცირეწლოვანი ბავშვები ოჯახში მამის პასუხისმგებლობით დააბრუნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატარა ბიჭი - Sputnik საქართველო
ხუთი წლის შვილის ცემა: დედა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

37 წლის ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, უფროსი შვილის ცემის გამო 21 სექტემბერს დააკავეს.

„ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები. ვაკვირდებით პროცესს და შემდგომში ვიმოქმედებთ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე", – განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.

დედა ირწმუნებოდა, რომ მას ბავშვი არ უცემია და ის მხოლოდ კუთხეში დაყენებით დასაჯა. ახალგაზრდა ქალის თქმით, მის ხუთი წლის ბიჭს ბაღში სიარული არ უყვარს და ამის გამო ხშირად ტირის. პატარამ  იმ დღესაც ბევრი იტირა და დედას ამის გამო მისი ბაღიდან გამოყვანა ადრე მოუხდა. დედამ 5 წლის შვილი სწორედ ამისა გამო დასაჯა.

მეზობლების მტკიცებით, ბავშვის ტირილის ხმა მათ ხშირად ესმოდათ. გამონაკლისი არც 21 სექტემბერი ყოფილა. მათი თქმით, ქალმა შვილი იმ დღესაც სცემა. მეზობლებმა კი 112–ში დარეკეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მალე ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც მივიდნენ. მათ დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
მოიწამლა თუ ცემით მოკლეს? თბილისში ცხრა წლის გოგონა გარდაიცვალა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხუთი წლის ბიჭს ჩალურჯებები აღმოაჩნდა. ორივე ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.

ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ ქალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1000 ლარითაც დააჯარიმა. დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0