თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ახალციხეში 37 წლის პაკისტანის მოქალაქე შვიდი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ბრალდებული ახალციხეში მზარეულად მუშაობდა.
მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლის კაცი დააკავეს >>
პოლიციას შვიდი გოგონას - მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების მშობლებმა მიმართეს და ჩვენება მისცეს.
მშობლები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. სკოლაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედი გოგონებს სახლამდე აედევნა. სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გარყვნილი ქმედება სკოლაში არ მომხდარა.
დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.