კიდევ ერთი ხანძარი: იმერეთში ფოთლოვანი ტყე იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძრის ლირკვიდაცია მთაწმინდაზე
ხანძრის ლირკვიდაცია მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. ისინი აცხადებენ, რომ ცეცხლი ტყის სხვა ნაწილებში არ გავრცელდება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ხარაგაულის რაიონში, სოფელ საქასრიასთან ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 1,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ჯერ კიდევ იწვის.

სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბრიგადების შემადგენლობაშია 25 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0