თბილისის „დინამომ" მწვრთნელი შეიცვალა

© photo: courtesy of FC Dinamoდინამო თბილისი
დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბის წარუმატებლობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეიწირა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში", – ნათქვამია განცხადებაში.

„დინამოს" ახალი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ზაურ სვანაძე გახდა.

51 წლის სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი „დინამოს" წარუმატებელი შედეგების სერია გახდა. რამდენიმე დღის წინ გუნდი „გაგრასთან" დამარცხდა ანგარიშით 0:1 და საქართველოს თასების ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „დინამოს" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და პირველ ადგილზე მყოფ „საბურთალოს" რვა ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე „დინამომ" უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვაც ვერ შეძლო.

კაჭარავა კლუბს სათავეში 2017 წლის მარტში ჩაუდგა – თავისი კარიერის განმავლობაში მესამედ. პირველად იგი „დინამოს" მწვრთნელი 2006 წელს გახდა და გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში წვრთნიდა. მეორედ 2009 წელს და ორი სეზონის განმავლობაში იყო მთავარი მწვრთნელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0