ტიჩინოშინმა ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

© Facebook / Ministry of culture and sport of Georgiaლევან გორგაძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სეზონზე ტოჩინოშინი „ოძეკი“ გახდა, რაც სუმოში მეორე იერარქიულ წოდებას გულისხმობს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ – ტოჩინოშინმა იაპონიაში დაწყებულ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შერკინებაში ოძეკმა ტოჩინოშინმა ძალისმიერი მიწოლით აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი დაამარცხა და პირველი თეთრი ბურთულა მოიპოვა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა - მეგირუ გახდება. მეტოქეებს შორის ეს რიგით მე-19 შეხვედრა იქნება და ამ შეხვედრების ჯამში უპირატესობა ტოჩინოშინის მხარეზეა - 11:7.

ბაშო 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

2018 წლის იანვარში ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი მოიგო, ხოლო ზაფხულის ბაშოზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0