თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სამი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.