ოზურგეთის რაიონში 90 ბავშვზე გათვლილი ახალი თანამედროვე სკოლა გაიხსნა

© FB / Георгий Квирикашвилиახალი სკოლის მოსწავლეები
ახალი სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი სკოლა გაიხსნა, იუწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook-გვერდი.

სკოლის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დაიწყო.

სოფელ ჭანიეთში არსებული ძველი სკოლის ამორტიზირებული შენობის გამო, მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბავშვები დროებით ალტერნატიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდნენ.

90 ბავშვზეა გათვლილი ახალი სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

ახალაშენებულ შენობაში მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და კომპიუტერების კაბინეტი. სკოლას აქვს კეთილმოწყობილი ეზო, აშენდა მინი სტადიონი, დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი.

ასევე, სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ჭანიეთის სკოლის სამშენებლო სამუშაოები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, კომპანია „კეპიტალ კონსტრაქშენმა“ შეასრულა. სკოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 507 000 ლარით დაფინანსდა.

ყველა ახალი ამბავი
0