„ჩვენი სიამაყე“ - ქართველ შტანგისტს გამარჯვება მიულოცეს

© FB / Giorgi Kvirikashviliლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტალახაძე, რომელმაც 2016 წელს ოლიმპიადის ოქრო მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ძალოსან ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცეს.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დასრულდა.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ოქროს მედალს და ახალ მსოფლიო რეკორდს!“, - დაწერა გიორგი მარგველაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

ტალახაძეს გამარჯვება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც მიულოცა.

„ჩვენს სიამაყეს - ლაშა ტალახაძეს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას და დამყარებულ ახალ მსოფლიო რეკორდს! მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია!“, - დაწერა ბახტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ტალახაძე, რომელმაც 2016 წელს ოლიმპიადის ოქრო მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. მანამდე „ქართველი გოლიათი“ პირველი იყო ჰიუსტონში მსოფლიო ჩემპიონატზე 2015 წელს და ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატზე 2017 წელს.

საქართველოს სანატრელი სასიძო, „ქართველი გოლიათი" დაქორწინდა >>

წელს ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ევროპის უძლიერესი შტანგისტი ზედიზედ მესამედ გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0