გიორგი გახარიამ ჩხოროწყუს მოსახლეობას ქალაქის სტატუსის მინიჭება მიულოცა

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაული „კოლხური შემოდგომა“ გაიმართა

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, იუწყება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდი.

ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სახალხო დღესასწაულ „კოლხურ შემოდგომაზე“ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეიდან ის ქალაქად იწოდება.

ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გახსნა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, რომელიც წარმოშობით ჩხოროწყუდან არის, ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. გახარიას გარდა, ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქის წოდება ოთხმა გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ მიიღო.

დილიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. ჩატარდა კონცერტი ანსამბლ ,,კავკასიონისა“ და სხვა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

აგრეთვე გაიმართა სპორტული ღონისძიებები: ქართულ ჭიდაობაში, ბლიც ჭადრაკში, ქართულ ნარდში და ეზოს ჩოგბურთში, მკლავჭიდში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით. ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს მერმა ჭედილა გადასცა.

საზეიმო ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები.

ყველა ახალი ამბავი
0