ბაღდათში, ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

მეხანძრე - Sputnik საქართველო
კალიფორნია ცეცხლში: ხანძარმა მთელი ქალაქი გაანადგურა – თვითმხილველების ვიდეო

უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

„ხანძარი დაახლოებით სამი–ოთხი საათის წინ გაჩნდა. ამ წუთას ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან სახანძრო ტექნიკა და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ტერიტორია დაახლოებით 10–12 კილომეტრითაა დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებოს“,– განუცხადა „Sputnik-საქართველოს” ბაღდათის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოგნაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0