ტოქსიკოლოგი: გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები, პაციენტების უმეტესობა გოგონებია

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე ბოლო თვეებში გახშირებულ ინტოქსიკაციის ფაქტებზე საუბრობს.
ტოქსიკოლოგი: გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები, პაციენტების უმეტესობა გოგონებია

„უკვე დიდი ხანია განგაშია ასატეხი. არა მარტო ნარკომანიიდან და ტოქსიკომანიიდან გამომდინარე, არამედ ყოველი მისი კონკრეტული გამოსახულებიდან. საუბარია მარიხუანაზე. ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. რაც ყველაზე ცუდია, შემოყვანილი პაციენტების უმეტესობა გოგონებია. საუბარია 17-დან 26 წლამდე, ან, შეიძლება, უფრო მეტიც. მე სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით არ მაქვს. მე ვსაუბრობ თბილისში არსებული კერძო პრაქტიკიდან, ჩვენ მიერ ნანახი პაციენტებიდან გამომდინარე“, – ამბობს თემურ კობიძე.

ტოქსიკოლოგის განცხადებით, მარიხუანით ინტოქსიკაციის შედეგად პაციენტები აკითხავენ მძიმე სიმპტომებით: ჰალუცინაციებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე რეაქციებით – გულის ფრიალით, ჰიპერტენზიით და, რაც ყველაზე მთავარია, ფსიქიკური ცვლილებებით – ფსიქიკური აშლილობით, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0