თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„საქართველო ჩვენი მთავარი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. წლების განმავლობაში რეფორმების შედეგად ქვეყანა დაუახლოვდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. მუდმივი წარმომადგენლობა თბილისში მოგვცემს შესაძლებლობას, კარგად დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას მთელ რეგიონში“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიკსენ სორეიდემ.
ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყების ცნობით, ნორვეგიამ აზერბაიჯანში საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე პასუხისმგებელი იქნება საელჩო ანკარაში. ბაქოში გაიხსნება ნორვეგიის გენერალური საკონსულო.
საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთი სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, თავდაცვა, გარემოს დაცვა, კულტურა და განათლება.
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობა 2012 წელს გაიხსნა.
ნორვეგიაში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობას 2017 წლიდან დღემდე მაია ყიფშიძე იკავებს.