„ეს იძულებითი არჩევანია" – „პატრიოტთა ალიანსმა" გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / STRINGER"პატრიოტთა ალიანსი"
პატრიოტთა ალიანსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

თბილისი,  9 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს, რამდენადაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მას არჩევნებში არც საკუთარი კანდიდატი და არც ფავორიტი ჰყოლია. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის" ევროპული შერიგება და „ქართული ოცნების" ისტერიკა

 „ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარს არ ვუჭერთ, მე ღიად გამოვედი ტელევიზიით და ჩვენმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებზე გამარჯვებისთვის მზად იყო, მაგრამ ხელისუფლება შეცდა“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომაიამ  ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, „პატრიოტთა ალიანსი“  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგია, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში – 2012 წლის შემოდგომამდე მართავდა.

 „ჩვენ მხარს არ ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ვაშაძეს, ჩვენ არ გვინდა, რომ ცხრაწლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ვუშველოთ. იმსახურებს კი ხელისუფლება მხარდაჭერას“ – არა! იმსახურებს ჩვენი ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას“ – არა! და თუ ჩვენ ამ ორს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე ვდგავართ, მაშინ პასუხი ნათელია: არა „ნაცმოძრაობას“! ეს იძულებითი არჩევანია“, – აღნიშნა ლომაიამ.

დეპუტატის განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ამ „იძულებითი არჩევანისთვის“ პასუხის გაცემა.

 „მანამდე, დღეს ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“, – აღნიშნა ლომაიამ.

არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა ჩატარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0