მსოფლიოში არაერთი სრულიად განსხვავებული სასტუმრო არსებობს, როგორც არქიტექტურით, ისე ფასით. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტა, როგორ გამოიყურება მსოფლიოს უძვირესი ოტელები
ამ სასტუმროების აშენება მილიარდობით დოლარი დაჯდა. შესაბამისად, მასში ცხოვრების ფასიც გამორჩეულია და ერთ ღამეში იმდენს შეადგენს, რამდენსაც პლანეტის საშუალო სტატისტიკური მოსახლე მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Atlantis The Palm დუბაის ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს, აქვს თეთრი ქვიშის სამი საკუთარი პლაჟი და ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო აკვაპარკი. მისი აგება 1,5 მლრდ დოლარი დაჯდა

საკურორტო კომპლექსი Resorts World-ი სინგაპურის კუნძულ სენტოზაზე იმითაა განთქმული, რომ იქ მსოფლიოს ყველაზე დიდი ოკეანარიუმია განთავსებული. მშენებლობა 4,9 მლრდ დოლარი დაჯდა

ლონდონური The Connaught-ი ქალაქის ფეშენებელურ რაიონში, მეიფეიერშია განთავსებული. ერთი ღამის გატარება 285 კვმ აპარტამენტებში — პანორამული ფანჯრებით, 23,5 ათასი დოლარი ღირს

უნიკალური საკურორტო გასართობი კომპლექსი City of Dreams-ი მაკაოში 2009 წელს აშენდა და 2 მლრდ დოლარი დაჯდა

სასტუმრო The Venetian-ი 2007 წელს გაიხსნა და იქ იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი კაზინო განთავსდა

სასტუმრო Emirates Palace აბუ-დაბიში მდებარეობს. შენობის ერთი ფრთიდან მეორემდე მანძილი ერთი კილომეტრია. მშენებლობა 6 მლრდ დოლარი დაჯდა