„ტორპედო" და „გაგრა" ფეხბურთში საქართველოს თასისთვის იბრძოლებენ

© photo: FC Dinamo Tbilisi / FB„გაგრა" - „დინამო". საქართველოს თასი
„გაგრა - „დინამო. საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თასის ფინალი 25 ნოემბერს ბათუმის სტადიონ „ანგისაზე" გაიმართება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალისტები ქუთაისის „ტორპედო" და „გაგრა" გახდნენ.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ" ნახევარფინალში „თელავს" მოუგო ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგიდან, რომელმაც ტურნირის ამ სტადიაზე ისტორიაში პირველად მიაღწია.

მეორე ნახევარფინალის შედეგს სენსაციური შეიძლება ვუწოდოთ. თბილისის „დინამომ" - საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მეორე ლიგის „გაგრასთან" წააგო. გამარჯვების გოლი დამატებით დროში გავიდა.

„ტორპედო" და „გაგრა" 2011 წელს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს თასის ფინალში. მაშინ გამარჯვება „გაგრას" დარჩა. „ტორპედო" ქვეყნის თასის მფლობელი სამჯერ გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0