თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბარაკონის, აგიაშვილის, გურამ გაბისკირიას და ნატო გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადირა ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.