მარათონი პიკნიკითურთ: თბილისელებს უჩვეულო გარბენზე ეპატიჟებიან

© Sputnik / Anna Yarovikovaთბილისური მარათონი
თბილისური მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებს ცხოვრების ჯანსაღ წესს აჩვევენ.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მარათონი „ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის" თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე 10 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

საქველმოქმედო მარათონი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ქალაქის ქუჩებში თბილისის მეშვიდე მარათონი გაიმართა

გარბენის მიზანია მოსახლეობის ფართო ფენებში ფიზიკური აქტივობის პოპულარიზება.

მარათონი, ძირითადად, მოყვარულებზეა გათვლილი და შეჯიბრების ხასიათს არ ატარებს.

ღონისძიებაზე ასაკობრივი შეზღუდვები არ არის. მარათონის მონაწილეებისთვის მოეწყობა პიკნიკი, ასევე გაიცემა სერტიფიკატები.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეგიდით იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0